Sunday, August 19, 2012

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
რიცხვების ჩაწერა ათწილადის სახით;ათწილადის თვისებათა გამოყენება;
სწავლების  საფეხური (კლასი)
VI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  3(სამგოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლე გაიწაფოს წილადის ათწილადის სახით ჩაწერაში; შეიცნოს ათწილადის წილად ნაწილში მარჯვნიდან ნულის მიწერის არსი.შეძლოს მისი გამოყენება რიცხვების შედარებისას; გაიწაფოს იმ წილადების ამოცნობაში რომლებიც ჩაიწერება შესაბამისი ათწილადის სახით; დაეუფლოს რიცხვების სხვადასხავა სახით ჩაწერას.
წინასწარი  ცოდნა
●წილადები და ათწილადები.მათი ჩაწერის ფორმები;
●წილადებისა და ათწილადების შედარება;
●წილადის წარმოდგენა ათწილადის სახით;
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს დავყობ ჯგუფებად და შევთავაზებ ჩაწერონ   წილადები ათწილადების სახით და შეადრონ ისინი ერთმანეთს  (მაგალითად  5/8 და 3/5 ;3/5 და 11/16 ; 5/7 და 3/5;) . ჯგუფები საჯაროდ წარმოადგენენ -  წილადის ათწილადად გადაყვანისა და ათწილადების შედარების პოცესს. (7 წთ.)
●იგივე ჯგუფებს დავავალებ ამოხსნან ა) სავარჯიშო და შეადგინონ მოწინააღმდეგო ჯგუფისთვის მსგავსი ამოცანა. რითაც საშუალება მიეცემათ მათ გამოიყენონ ცოდნა წილადის ათწილადად ჩაწერისა და ათწილადის წილად ნაწილში მარჯვნიდან ნულების მიწერის შესახებ.(მაგალითად 3/4=0,75=0,750=0,7500; 2/5=0,4=0,40=0,400,  და ა.შ)
( საჭიროების შემთხვევაში მივცემ მითითებას მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის შეადგინონ დაახლოებით ასეთი სახის ამოცანა:
რამდენი განსხვავებული რიცხვია ჩამოთვლილ რიცხვებში?   3/4 , 0.75 , 1/5 , 0.2, 0.750 , 0.200, 3/15 ,0 20   )
(7 წთ.)
●ამის შემდეგ ჯგუფებს  ვთავაზობ შემდეგი ჩამოთვლილი რიცხვები ჩაწერონ ჯერ ისეთი წილადის სახით რომლის მნიშვნელია 10 ან 10 -ის ხარისხი ,შემდეგ კი გადააქციონ ათწილადად. 
1/5 , 3/8 ,8/25 ,7/15, 5,12
მოსწალეები დაასკვნიან რომ ამ ჩანაწერში არის ორი ისეთი წილადი (7/15 და5/12 ), რომელიც არც ისეთი წილადის სახით ჩაიწერება რომლის მიშვნელია 10 და არც ათწილადა გარდაიქმნება. ვთხოვ ჯგუფებს  დაადგინონ რა არის საჭირო იმისათვის რომ წილადი გარაიქმნეს სასრულ ათწილდად.მნიშვნელი რა თანამამრავლებად უნდა იშლებოდეს? (7 წთ.)
ბოლოს ჯგუფეს ვთავაზობ ბ) ამოცანას.რატომ გადაიქცა 63/105 წილადი სასრულ ათწილადად და რატომ არ გადაიქცა 140/105 წილადი ? ორივეს ხომ ერთი და იგივე მნიშვნელი აქვს, რომელიც იშლება 5-ის 3 -ის და 7- ის ნამრავლად? (მივცემ მითითებას რომ დასმული პრობლემის გადასაჭრელად მოცემული წილადები ჯერ შეკვეცონ და მერე ჩაწერონ ისეთი ათწილადის სახით რომლის მნიშვნელია 10.). ამ მითითების შემდეგ მათ არ გაუჭირდებად დასკვნის გამოტანა,რომ 63/105 იმიტომ ჩაიწერა  სასრული ათწილადის სახით , რომ იგი გამოისახა ისეთ წილადად რომლის მნიშვნელიას 10, ხოლო 140/105 წილადი ვერ ჩაიწერა ისეთი წილადის სახით რომლის მნიშვნელია 10.აქედან გამომდინარე გამიტანენ დასკვნაას რომ სასრულ ათწილადად ჩაიწერება მხოლოდ ის წილადი, რომლის შეკვეცის შემდეგ მნიშვნელის მარტივ მამრავლებად დაშლაში  2 - ები და 5 - ების გარდა სხვა თანამამრავლი არ მონაწილეობს. (9 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ შესაბამისი მასალის სხვა თეორიულ მასალას.(5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)